კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მსოფლიოს ერთ-ერთ მსხვილ საერთაშორისო უნივერსიტეტში. ანგლო-ამერიკული უნივერსიტეტი (AAU), კერძო უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს პრაღაში, მთელი მსოფლიოდან იწვევს სტუდენტებს, რომელთაც სურთ ჩეხეთის რესპუბლიკის ულამაზეს, უსაფრთხო და ფინანსურად ხელმისაწვდომ დედაქალაქში ჩამოსვლა მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ხარისხის მოსაპოვებლად, საერთაშორისო ცოდნის მისაღებად, პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებისა და მომავალში წარმატებული კარიერის გაკეთების მიზნით.

AAU აკრედიტებულია ამერიკის WASC უმაღლესი სასწავლებლების/კოლეჯებისა და უნივერსიტეტების კომისიის მიერ (WSCUC); აღიარებულია აშშ განათლების დეპარტამენტის მიერ; AAU სასწავლო პროგრამების უმრავლესობა აკრედიტებულია ჩეხეთის განათლების სამინისტროს მიერ და სპეციფიკური პროგრამები შეთავაზებულია ევროპის, და არა მხოლოდ ევროპის, პრესტიჟულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით.

AAU აქცენტს აკეთებს კრიტიკულ და კრეატიულ აზროვნებაზე, ეფექტურ კომუნიკაციასა და მოქნილობაზე. AAU გთავაზობთ 17 საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამას ინგლისურ ენაზე. ხარისხიანი სწავლება გარანტირებულია პატარა, ინტერაქტიულ კლასებში, სადაც მასწავლებლები იყენებენ პერსონალიზებულ მიდგომას თავიანთი სტუდენტების მიმართ.

კარგი მიზეზი გჭირდებათ, თუ რატომაა AAU საუკეთესო არჩევანი თქვენთვის? შვიდ მიზეზს მოგიყვანთ!

1. პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება და შესაძლებლობა 

AAU სწავლების სტრუქტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას და პრაქტიკული მუშაობის გამოცდილების მიღებას, რასაც ეძებენ დამქირავებლები. ამასთან, სტაჟირება გათვალისწინებულია თქვენი სასწავლო პროგრამის ნაწილის სახით AAU-ში. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კომპანიებთან, ორგანიზაციებსა და ექსპერტებთან, რომლებიც თქვენს მომავალ პროფესიებთან არიან დაკავშირებულნი და რომლებიც უკეთ მოგამზადებენ წარმატების მისაღწევად თქვენ მიერ არჩეულ სფეროში, იმისათვის, რომ დამთავრებისთანავე თქვენთვის სასურველი სამსახური დაიწყოთ. ჩვენი მოსწავლეები საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ მათი სამომავლო პროფესიული და აკადემიური კარიერის კუთხით და მსოფლიოს მასშტაბით შეუძლიათ მიიღონ დასაქმების შეთავაზება ტოპ-პოზიციებზე ბიზნესში, სასწავლო-საუნივერსიტეტო სფეროში, პოლიტიკაში, დიპლომატიასა და მას-მედიაში.

2. მაღალი ხარისხი და ღირებულება

AAU-ში მიღებული განათლების მაღალი ხარისხი გარანტირებულია საერთაშორისოდ აღიარებული აკრედიტაციებით. ამასთან, უნივერსიტეტის პერსონალს ტრენინგი გავლილი აქვს მსოფლიოს ტოპ უნივერსიტეტებში, როგორიცაა ჰარვარდი, იელი, სტენფორდი, ბერკლი, ოქსფორდი, კემბრიჯი, პარიზის სორბონის უნივერსიტეტი და სხვა. ხარისხის გარდა, ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ღირებულებას, რადგან AAU-ის ხარისხის პროგრამები წარმოდგენილია მსოფლიოში მსგავსად აკრედიტებული პროგრამების ღირებულებასთან შედარებით ნაკლებ ფასად. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ პრაღაში ცხოვრება ფინანსურად ბევრად უფრო მისაღებია, რადგან ყოველდღიური ხარჯები თითქმის ნახევარჯერ ნაკლებია ისეთ ქალაქებთან შედარებით, როგორიცაა ლონდონი, პარიზი, ნიუ-იორკი ან ტოკიო.

3. პერსონალიზებული განათლება

მეტი დისკუსია და პროექტები კლასებში მშრალ დაზეპირებასთან შედარებით შესაძლებელს ხდის, თქვენი გონება აქტიურად ჩაერთოს და გამოიმუშავოს გადამწყვეტი კრიტიკული და კრეატიული აზროვნების უნარები. AAU-ის კლასები პატარაა და ინტერაქტიული; კლასში მოსწავლეების საშუალო რაოდენობა – 15, ჩვენი მიდგომა ბევრად უფრო პერსონალიზებულია საკლასო ოთახში და მის გარეთ. მოსწავლე-მასწავლებლის გაზრდილი დრო მაქსიმალურად უწყობს ხელს თქვენს, როგორც დახელოვნებული მოსაუბრის და კიდევ უფრო უკეთესი და უფრო მრავალმხრივი მოაზროვნის განვითარებას.

 4. ნიჭის ამოცნობა

ჩვენი ყველაზე ბეჯითი სტუდენტები მიიღებენ სტიპენდიას მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის (სწავლის ღირებულების 10 – 100% დისქაუნთი) AAU-ში ორი სემესტრის განმავლობაში სწავლის შემდეგ. AAU-ს წარჩინებული კანდიდატებს ასევე შეუძლიათ მიიღონ სტიპენდია სწავლების დაწყებისთანავე. ჩვენს გამორჩეულ სტუდენტებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ კომპანიებისა და ორგანიზაციების მიერ მოწყობილ სტუდენტურ პროექტებში და დაესწრონ უმაღლესი პროფილის ქსელურ ღონისძიებებს.

5. საერთაშორისო გარემო

რადგან AAU-ში 70-ზე მეტი ეროვნების სტუდენტი სწავლობს, ხოლო პერსონალი 20 სხვადასხვა ქვეყნიდანაა წარმოდგენილი, თქვენი საუნივერსიტეტო გამოცდილება თავისთავად მასტერკლასი იქნება კროს-კულტურული კომუნიკაციების ჭრილში. AAU-ში თქვენ მსოფლიოს ყველა კუთხიდან სხვა სტუდენტების შთაგონება გადაგედებათ; თქვენ ისწავლით, თუ როგორ უნდა იმუშავოთ და ითანამშრომლოთ სხვადასხვა სოციალური ფონის, განსხვავებული შეხედულებებისა და ფილოსოფიის ადამიანებთან. დაბოლოს, თქვენ დაამთავრებთ AAU-ს და შეიძენთ მეგობრებს მთელი მსოფლიოდან, დაამყარებთ კონტაქტებს გლობალური მასშტაბით.

6. სოციალური პასუხისმგებლობა

როგორც არამომგებიანი უნივერსიტეტი, AAU მუდმივად ახდენს ინვესტირებას საკუთარი თანასაზოგადოების გაუმჯობესებასა და განათლების მოდელებში. ჩვენ ერთად ვმუშაობთ უმაღლეს სკოლებთან, ჩვენს სტუდენტებთან, ფაკულტეტთან და მოსწავლეებთან ეთიკური დონისა და სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებისთვის ერთმანეთის და მთლიანად პლანეტის მიმართ.

7. პრაღა: შთაგონების ქალაქი გონივრული განფასებით

პრაღაში, ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქში, 1.2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ის აღიარებულია ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს და მომაჯადოებელ ქალაქად განათლების უძველესი ტრადიციით. პრაღის ხელმისაწვდომი ფასები, კოსმოპოლიტური ატმოსფერო, ისტორიული, არქიტექტურული და კულტურული ძეგლები მას პოპულარულ ადგილად აქცევს სტუდენტებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პრაღაში ცხოვრების ღირებულება მისაღებია, გაცილებით დაბალია ლონდონთან, პარიზთან, ნიუ-იორკთან და ტოკიოსთან შედარებით. პრაღა ასევე გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი ხარისხით, რამდენადაც ჩეხეთი დასახელდა მსოფლიოს ექვს ყველაზე უსაფრთხო ქვეყანას შორის. არაჩვეულებრივი ადგილმდებარეობის წყალობით, პრაღა საუკეთესო ბაზაა მოგზაურობისა და მოგზაურებისთვის მთლიანად ევროპის მასშტაბით.

მეტის გაგება გსურთ? წაიკითხეთ ჩვენი აკრედიტაციების, სასწავლო პროგრამებისა და მიღების პროცესის შესახებ.